ამერიკელი მოდელი კენდალ ჯენერი გაძარცვეს

როგორც გამოცემა TMZ იტყობინება, მოდელის სახლიდან მოპარულია 200.000 დოლარის ღირებულების ძვირფასეულობა.გამოცემის ცნობით, ქურდობის შესახებ მოდელმა სამართალდამცავებს დღეს შეატყობინა. სახლში სამართალდამცავები უკვე იმყოფებოდნენ , თუმცა ვერანაირ მტკიცებულებას ვერ მიაგნეს.

გავრცელებული ცნობით, 15 მარტს ჯენერის სახლში წვეულება გაიმართა.

როგორც გამოცემა წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, წვეულებისას უსაფრთხოების სისტემა მწყობრიდან გამოვიდა, თუმცა კენდალმა ყურადღება არ მიაქცია.

პოლიციაში კი წვეულების დასრულების შემდეგ დარეკა, მაშინ როდესაც საკუთარ საძინებელში სამკაულების ყუთი გახსნილი დახვდა, რომელიც ცარიელი იყო.

პოლიცია ვარაუდობს, ქურდობა წვულებაზე მყოფი პირის ჩადენილია, რომელმაც კარგად იცოდა, სად ინახავდა მოდელი სამკაულებს.

შეგახსენებთ, 2016 წლის ოქტომბერში, პარიზის მოდის კვირეულზე ჩასულ კენდალ ჯენერის ნახევარდას, კიმ კარდაშიანს, სასტუმროში თავს დაესხნენ და 9.5 მილიონი ევროს ღირებულების ძვირფასეულობა მოპარეს.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018