ბადრიჯანი სწრაფად

მასალად საჭიროა: ბადრიჯანი 500 გრამი, ქინძი და ოხრახუში თითო კონა, რეჰანი და ქონდარი ნახევარ-ნახევარი კონა, ნიორი 1 თავი, ძმარი 1 ს/კ, მარილი გემოვნებით.

მომზადების წესი: ბადრიჯნები სიგრძეზე ოთხ-ხუთ ნაწილად დავჭრათ. ცხელ ტაფაზე დავაწყოთ და ბლომად ზეთში შევწვათ. შეწვის შემდეგ ბადრიჯნებს გავაციებთ, ცალკე კი მასას გავამზადებთ. წვრილად დაჭრილ მწავნილებს, დანაყულ ნიორსა და ძმარს ავურევთ, მარილსაც დავამატებთ. ამ გამზადებულ მასას ბადრიჯნის ნაჭრებს სათითაოდ წავუსმევთ.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018