,,გამომცხვარი” ქათამი

მასალად საჭიროა: ქათამი 1 კილოგრამი, ხახვი 3-4 ცალი, კარტოფილი 5-6 ცალი, სტაფილო 1 ცალი, ტკბილი წიწაკა 1 ცალი, წითელი ბულგარული წიწაკა 2 ცალი, პომიდორი 3 ცალი, მარილი და აჯიკა გემოვნებით.

მომზადების წესი: ქათამს გამოვშიგნავთ და დავჭრით. მარილსა და აჯიკას წავუსმევთ და გრძელ ტაფაზე დავაწყობთ. ხახვს ალყა-ალყა დავჭრით და ქათმის ხორცს ზემოდან დავაწყობთ.

ცარიელ ადგილებში შუაზე გაჭრილ კარტოფილებს დავალაგებთ. სტაფილოს ფიგურული დანით დავჭრით. ტკბილ წიწაკას კი სიგრძეზე გავჭრით და გულამოღებულს დავადებთ.

ბულგარულ წიწაკასაც მრგვალად დავჭრით. აგრეთვე ალყა-ალყა დაჭრილ პამიდორს დავაწყობთ. მარილს მოვაყრით და მწვანილებს სიგრძეზე დაუჭრელს დავაწყობთ. შევდგამთ ღუმელში და გამოვაცხობთ.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018