გივი სიხარულიძე 3.500 მეტრის სიმაღლიდან პარაშუტით გადმოხტა

მსახიობი გივი სიხარულიძე ყოველთვის აკვირვებს ფართო საზოგადოებას თავისი პირდაპირობით და გულწრფელობით. ამჯერად ხელოვანმა საზოგადოება თავისი გაბედულობით გააკვირვა.
73 წლის მსახიობი, მოცეკვავე და მწერალი 3.500 მეტრის სიმაღლიდან პარაშუტით გადმოხტა. ამის ამსახველი ვიდეო ინტერნეტში გავრცელდა და დიდი პოპულარობითაც სარგებლობს.
გივი სიხარულიძე არასდროს მალავდა, რომ სპორტით არის გატაცებული და აქტიურადაც ვარჯიშობს. თუმცა ექსტრემალურ სიტუციაში ის პირველად აღმოჩნდა.

ვიდეოში კარგად ჩანს, რომ მსახიობი შეშინებულია და დასაწყისში არც გინებაზე ამბობს უარს, თუმცა საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა და გივი სიხარულიძე დედამიწაზე მშვიდობიანად დაეშვა.

 

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018