დაჭრილმა ხარმა მატადორი რქებზე წამოაგო

მადრიდში კორიდის დროს დაჭრილმა ხარმა მატადორი მიწაზე დააგდო, შემდეგ კი რამდენჯერმე ურქინა. მომხდარის ვიდეოჩანაწერი ერთ-ერთმა ბრიტანულმა გამოცემამ გამოაქვეყნა.

ტორეადორს მისი კოლეგები კაპოტეს გამოყენებით (დიდი ლაბადა, რომელსაც ხარს ცხვირწინ უფრიალებენ) მიეხმარნენ. მათ ცხოველი წითელი ფერის ქსოვილის ქნევით გაიტყუეს, ამ დროს კი დაშავებული მატადორი არენიდან მაყურებლების აპლოდისმენტების თანხლებით გაიყვანეს.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ხარის შემდგომ ბედზე ინფორმაცია არ ვრცელდება.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018