ვარჯიში გულის დაავადებების რისკს ამცირებს

გულის პრობლემების რისკი მცირდება, თუ ადამიანი მსუქანია და, მიუხედავად წონისა, ვარჯიშზე უარს არ ამბობს.

მნიშვნელობა არ აქვს, ადამიანს ნორმალური წონა აქვს თუ ჭარბწონიანია, ვარჯიში ყველასთვის სასარგებლოა, განსაკუთრებით შუახნის ასაკში მყოფი ადამიანებისთვის.

დიდი დოზით ფიზიკური აქტივობა ამცირებს გულის დაავადების რისკს. ხოლო ვარჯიშზე უარის თქმის შემთხვევაში რისკი იზრდება.
მეცნიერებმა ექსპერიმენტში ჩართეს 5.000 ადამიანი. მონაწილეები 55 წელს იყვნენ გადაცილებულები – მათ არ აწუხებდათ გულთან დაკავშირებული პრობლემები. მკვლევარებმა შეისწავლეს მონაწილეთა სხეულის მასის ინდექსი, ფიზიკური აქტივობის დონე, კვების რაციონი, განათლება, ოჯახური ისტორია (ოჯახის რომელიმე წევრი თუ იყო გულით დაავადებული), რამდენად ხშირად სვამდა ალკოჰოლურ სასმელს და ეწეოდა თუ არა სიგარეტს.
ისინი 2 ჯგუფად დაყვეს: პირველი ნორმალური წონის მქონე მონაწილეები და მეორე – ჭარბწონიანები.

ექსპერიმენტმა ცხადყო, რომ სხეულის მასის ინდექსის კატეგორიის მიუხედავად, ვარჯიშმა გულის დაავადების რისკი შეამცირა.
_ ისინი, ვინც დაკავებულნი არიან ძლიერი ინტენსიური ვარჯიშით, დაცულები არიან ცხიმოვანი ქსოვილის მავნებელი ზემოქმედებისგან, – აცხადებს მეცნიერი კლოდიან დანა.

სხვა სამეცნიერო ნაშრომებში ვკითხულობთ, რომ ვარჯიში ამცირებს დიაბეტის ტიპი 2 და სიმსივნის განვითარების რისკს, აუმჯობესებს გუნება-განწყობილებას.

ქირურგია.გე

გააზიარე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018