ზეთის ხილი ქოლესტერინს ამცირებს

ზეთის ხილი დიდი რაოდენობით შეიცავს ვიტამინებსა და მინერალებს. თუ ზეთისხილი გიყვართ ძალიან გაგიმართლათ.

შავი ზეთისხილი ზრდის კარგი ქოლესტერინის დონეს და ამცირებს ათეროსკლეროზის განვითარების რისკს. ხშირად მიირთვით ზეთისხილი და დაიცავით თავი გულის დაავადებისგან.
ზეთისხილი მდიდარია E ვიტამინით. ეს ვიტამინი შესანიშნავად ანეიტრალებს ორგანიზმის ცხიმში თავისუფალ რადიკალებს. მოგეხსენებათ, თავისუფალი რადიკალები იწვევს ჟანგვას, ვნებს მიტოქონდრიას და უჯრედს ხელს უშლის იმაში, რომ გამოიმუშავოს ფუნქციონირებისთვის საკმარისი ენერგია. თუ უჯრედის დნმ დაზიანდა დიდია იმის რისკი, რომ განციადოს მუტაცია და გახდეს სიმსივნური. რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომში ვკითხულობთ, რომ ზეთისხილი ამცირებს მსხვილი ნაწლავის სიმსივნის რისკს.
ზეთისხილი ლამაზი, ჯანსაღი თმისა და კანის საწინდარია. შავი ზეთისხილი ანტიოქსიდანტებითაა მდიდარი. კანს იცავს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან.
სასარგებლოა საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის.
ზრუნავს ძვლის სიმტკიცეზე.
ზეთისხილში აღმოაჩენთ A ვიტამინს, რომელიც ძალიან სასარგებლოა თვალისთვის.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018