თუ კანს უწყლობა სტანჯავს

როგორ დავატენიანოთ სახე სწორად და ეფექტურად სახლის პირობებში? არსებობს პროდუქტები, რომელთა კანზე მოქმედებას კოსმეტოლოგები ძვირადღირებული პრეპარატების ეფექტს ადარებენ.

ალოე _ არამხოლოდ შესანიშნავად ატენიანებს, ასევე კანს სხვა სასარგებლო ნივთიერებებით კვებავს. ამ ოთახის მცენარით შეგიძლიათ სახე ვიტამინებითა და მინერალებით მუდმივად `გაანებივროთ~.

ალოეს ფოთოლი შუაზე გაჭერით ლა რბილობი სახეზე წაისვით. შეგიძლიათ ფოთოლი ბლენდერში დააქუცმაცოთ და სხვა ინგრედიენტები დაუმატოთ, მაგალითად, თაფლი, კვერცხის გული და ეს მასა კანზე დაიდოთ.

დამატენიანებელი კომპონენეტებით ჩემპიონია: თაფლი, კიტრი, ჟოლო, ქლიავი, სტაფილო, ვაშლი, ავოკადო, ლიმონი, შვრიის ფქვილი, კვერცხის გული, მწვანე ჩაი, კეფირი, წყალმცენარეები, არყის ხის წვენი.

დამატენიანებელი სამკუნალო მცენარეებია: ცაცხვი, როზმარინი, გვირილა, კალენდულა, ოხრახუში.

დამატენიანებელი მცენარეული ზეთებია: ხორბლის ღივის, ყურძნის წიპწების, ავოკადოს, ვარდის, სანდალოზის, ქოქოსის, ქუნჯუტის, სელის, ქაცვის, ზეითუნის. დატენიანების გარდა, ისინი კანს კვებავენ და თავისუფალი რადიკალებისგან იცავენ. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ ზეითუნის ზეთს. ის ატონიზირებს, ფორებს არ ავსებს და კანის სუნთქვას აუმჯობესებს. შინაური კოსმტიკური პროცედურებისთვის გამოიყენთ ექსტრა-კლასის ზეთი, ცივად გამოხდილი.

,,სარკისთვის” მოამზადა აზა გაგოშიძემ

გააზიარე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018