ინსტაგრამის მეფის მეგობარი გოგონა 100 წლის კუს ზურგზე დააჯდა

ამერიკელი მილიონერი დენ ბილზერიანი, რომელსაც ინსტაგრამის მეფეს უწოდებენ, კრიტიკის ობიექტად მას შემდეგ იქცა, როდესაც გამოაქვეყნა ფოტოსურათი, რომელზეც აღბეჭდილია, თუ როგორ აზის 100 წლის კუს ზურგზე ბიკინიში გამოწყობილი მისი მეგობარი გოგონა.
ფოტო 36 წლის ბილზერიანის კუნძულ ნეკერზე (ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები) მეგობარ გოგონასთან ერთად სტუმრობის დროსაა გადაღებული. მამაკაცმა გამოაქვეყნა სურათი, როდესაც ის კუს საკვებს აძლევს, კუს კი ზურგზე ბიკინიში გამოწყობილი გოგონა აზის.
_ 270 კილოგრამიანი და 100 წლის გალაპაგოსის კუ საოცარი ცხოველია, _ დაწერა ფოტოსურათისთვის თანდართულ კომენტარში ამერიკელმა მილიონერმა.
ინსტაგრამის მრავალმა მომხმარებელმა მკაცრად გააკრიტიკა ბილზერიანი. ზოგიერთმა კი მას შეახსენა, რომ ეროვნული პარკის ხელმძღვანელობა დამთვალიერებლებს სთხოვს, რომ იშვიათი ჯიშის ცხოველებს ხელით არ შეეხონ და არ შეაწუხონ.
_ საზიზღრობაა! უნდა გრცხვენოდეთ, უტვინოებო, _ დაწერა ერთ-ერთმა ინტერნეტ-მომხმარებელმა.
_ ცხოველმა ას წელს მიაღწია და იძულებულია, საქმე ჰქონდეს სულელებთან, რომლებიც ზურგზე ასხდებიან, _ დაწერა თავის კომენტარში მეორემ.
ინსტაგრამში ბილზერიანის გვერდს 21 მილიონამდე ხელმომწერი ჰყავს. კუს ფოტოსურათმა 438 ათასზე მეტი მოწონება და სამი ათასზე მეტი კომენტარი მიიღო.

გააზიარე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018