კაკაო _ მხნეობის სასმელი

კაკაო ჯანმრთელობისთვის მეტად სასარგებლო სასმელია. მშვენივრად ათბობს და განწყობას ამაღლებს, ვინაიდან ორგანიზმში ბედნიერების ჰორმონის წარმოქმნას ეხმარება, ტონუსსა და თვითშეგრძნებას აუმჯობესებს.

ვიტამინებისა და მინერალების გარდა, კაკაო შეიცავს ანტიმჟანგავებს, რომლებიც ორგანიზმში დაბერების პროცესს ანელებენ, სიცოცხლეს ახანგრძლივებენ. მის შემადგენლობაში ასევე შედის ნივთიერებები, რომლებიც გულის მუშაობას ასტიმულირებენ და სისხლძარღვებს აფართოებენ, თრომბის წარმოქმნას თავიდან აგაცილებთ.

კაკაო ძალიან სასარგებლოა კბილებისთვის, კარიესის განვითარებას აჩერებს.

ამ სასმელის შესანიშნავი თვისებები პირველად ჯერ კიდევ 2000 წლის წინ ცენტრალური ამერიკის ინდიელებმა აღმოაჩინეს. მათ მოიფიქრეს, კაკაოს ხის მარცვლები დაეფქვათ და წყალთან ერთად მოედუღებიათ. ევროპელებისთვის ეს სასმელი ცნობილი გახდა მხოლოდ მე-16 საუკუნეში. მისი მომზადების რეცეპტი იმ დროიდან მოყოლებული, პრაქტიკულად არ შეცვლილა. ერთადერთი ნიუანსი _ წინათ მიხაკსა და დარიჩინს უმატებდნენ და აუცილებლად სპილენძის ჭურჭელში ხარშავდნენ, კაკაო რომ არ მიმწვარიყო.

კაკაოს მომზადების წესი: ერთ ფინჯან რძეში 2 ჩაის კოვზი შაქარი გახსენით, გაზქურაზე დადგით და ადუღებამდე მიიყვანეთ. შემდე 1/4 ფინჯანი კაკაოს ფხვნილი დაუმატეთ, მოურიეთ, სანამ არ გაიხსნება და გაზქურიდან გადმოდგით. მეტად არომატული სასმელი გამოდის.

„სარკე“, აზა გაგოშიძე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018