მარინ ლე პენს დეპუტატის ხელშეუხებლობა ჩამოართვეს

ევროპარლამენტმა ფრანგი ნაციონალ-რადიკალების ლიდერ მარინ ლე პენს დეპუტატის ხელშეუხებლობა ჩამოართვა. ამ დადგენილებას ევროპარლამენტის დეპუტატების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.
მიზეზი ლე პენის მიერ თავის ტვიტერზე ისლამისტი ექსტრემისტების სისასტიკის ამსახველი ფოტოების გამოქვეყნება გახლდათ. ამას გარდა, ნაციონალური ფრონტის ლიდერს ბრალს ფინანურ მაქინაციებშიც სდებენ.
თავად ლე პენმა განაცხადა, რომ ევროპარლამენტის დადგენილებას მისთვის მნიშვნელობა არ აქვს.
_ მე მართალი ვარ, ასე რომ, ვერავინ ვერაფერს დამაკლებს! _ განაცხადა მან.
მარინ ლე პენმა აღნიშნა, რომ თუკი საფრანგეთის პრეზიდენტად აირჩევენ, თავის ქვეყანას ევროკავშირიდან და ნატოდან გაიყვანს, ევროს ნაცვლად კი ისევ ფრანკს აღადგენს.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018