ნატალი პორტმანი გოგონას დედა გახდა

ამერიკელ მსახიობ ნატალი პორტმანსა და მის მეუღლე ქორეოგრაფ ბენჯამინ მილიპიეს მეორე ბავშვი ეყოლათ.

წყვილს გოგონა 22 თებერვალს შეეძინა და მას ამალია დაარქვეს. დედაც და ბავშვიც თავს ჯანმრთელად და ბედნიერად გრძნობენ.
წელს მსახიობმა კინოპრემიის ”ოსკარის” გადაცემის ცერემონია გამოტოვა. ის ქალის საუკეთესო როლზე იყო ნომინირებული ფილმში ”ჯეკი”. ფილმში მოთხრობილია ამერიკის პრეზიდენტის ჯონ კენედის მოკვლის შემდეგ ჟაკლინის ცხოვრების პირველ დღეებზე.
ნატალი პორტმანმა და ბენჯამინ მილიპიემ ერთმანეთი 2009 წელს გაიცნეს ფილმ ”შავი გედის” გადაღების დროს. ამ ფილმში როლის შესრულებისთვის პორტმანმა ”ოსკარი” მიიღო. მილიპიე ფილმის გადაღებაზე ქორეოგრაფის რანგში იღებდა მონაწილეობას.

2011 წელს წყვილს პირველი ბავშვი შეეძინათ. ბიჭს ალეფი დაარქვეს.

ოფიციალურად ისინი 2012 წლის აგვისტოში დაქორწინდნენ.

გააზიარე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018