ნიგვზიანი ნამცხვარი

მასალად საჭიროა: კვერცხი 2 ცალი, შაქარი 1 ჭიქა, მარგარინი 250 გრამი, არაჟანი 200 გრამი, ფქვილი 200 გრამი, მარილი 2/3 ჩ/კ, სოდა 1 ჩ/კ, ძმარი 1 ჩ/კ,

შიგთავსი: ნიგოზი 2 ჭიქა, შაქარი 300 გრამი, `კარიცა~ 1/3 ჩ/კ, ქიშმიში 200 გრამი.

მომზადების წესი: ორი კვერცხის გულისა და ერთი ჭიქა შაქრისგან გოგლი-მოგლი გავაკეთოთ. მარგარინი, არაჟანი და ძმარში გახსნილი სოდა დავამატოთ. მწიკვი მარილი და ფქვილიც უნდა დავამატოთ და ძალიან რბილი ცომი მოვზილოთ. შემდეგ ცოტა ხნით მაცივარში შევდგათ, სანამ შიგთავსს გავამზადებთ.

გატარებული ნიგოზი, შაქარი და ,,კარიცა” ერთმანეთში ავურიოთ. ქიშმიშს მდუღარე წყალი დავასხათ, რომ გაფუვდეს.

წყალს გადავუწურავთ და მერე მასაში შევურევთ. ორი კვერცხის ცილას ავთქვეფთ და შიგთავსში ჩავასხამთ. ამის მერე ცომს მაცივრიდან გამოვიღებთ, ოთხად გავჭრით და მრგვალად გავაბრტყელებთ.

ძალიან თხლად უნდა გაბრტყელდეს. შემდეგ ავიღებთ ფიგურულ დანას და ამ გაბრტყელებულ ცომებს ისე დავჭრით, რომ პატარ-პატარა სამკუთხედის ფორმის ცომები მივიღოთ. სათითაოდ ყველას შიგთავსს დავადებთ და სიგრძეზე გადავახვევთ. ცხელ ჟარონაზე დავდებთ და საშუალო ცეცხლზე ვაცხობთ. გამოცხობის შემდეგ კი შაქრის პუდრას მოვაყრით.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018