პაატა სალია: ”დაველოდოთ 8 მარტს”

ევროსასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილების აღსრულება რუსთავი 2-ის ქიბარ ხალვაშისთვის მიკუთვნებასთან დაკავშირებით, 8 მარტამდე შეჩერდა.
როგორც ნიუპოსტს ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ განუცხადა, სტრასბურის სასამართლომ საქმის არსში გარკვევის მიზნით შეაჩერა რამდენიმე დღით უზენაესის აღსრულება.

_ ეს იმას ითვალისწინებს, რომ 8 მარტამდე შეჩერდა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება იმისთვის, რომ სტრასბურის სასამართლო გაერკვეს საქმის არსში, რათა შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება, არის თუ არა სრულად შესაჩერებელი უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

ჩვენი შემდგომი ნაბიჯი ჯერჯერობით არაფერი იქნება, უნდა დაველოდოთ 8 მარტს, _ განაცხადა პაატა სალიამ.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018