რა იწვევს მუხლებში ჭრაჭუნის შეგრძნებას?

თუ გაწუხებთ მუხლის სახსარში ჭრაჭუნის, ტკაცუნის შეგრძნება.
ფეხის გაჭიმვისა და მოხრის დროს დისკომფორტს გრძნობთ და ტკაცუნის ხმა გესმით?
მუხლის სახსრის პრობლემებს მრავალი მიზეზი აქვს. პირველ ადგილზეა ტრავმები. მუხლთან დაკავშირებული შემთხვევების დიდი ნაწილი ხრტილოვანი ქსოვილის კვების დარღვევას უკავშირდება. გასათვალისწინებელია: მემკვიდრეობა, ინფექციები, ენდოკრინული დაავადებები, გაცხიმოვნება.
როცა მუხლის სახსრის ხრტილი სხვადასხვა მიზეზით ზიანდება, მუხლებში ჭრაჭუნის ხმას შესაძლოა დაერთოს ტკივილიც. ეს მდგომარეობა ხშირად ვლინდება სპორტსმენებში.
შესაძლოა ეს მდგომარეობა გამოწვეული იყოს მუხლის სახსრის ტრავმის გამო ან თანდათანობით გამოვლინდეს ასაკის მატებასთან ერთად.
სხვა შემთხვევაში ამ შეგრძნებამ შეიძლება თავი იჩინოს მაშინ, როცა ადამიანს ჰქონდა მუხლის ტრავმა ან ხრტილზე პრობლემა. ზოგიერთ შემთხვევაში ამის მიზეზია სუსტი, დაუძლურებული კუნთები, რომლის გამოც მუხლებზე დაჭიმულობა იზრდება.
შესაძლოა მუხლების ჭრაჭუნი გამოიწვიოს ქონდრომალაციამ (ხრტილოვანი ქსოვილის პათოლოგიური დარბილება). ეს შეიძლება გამოვლინდეს მრავალჯერადი დაჭიმულობის, ოსტეოართრიტის ან სახსრის სხვა პრობლემების გამო.
სხვა შემთხვევებში მუხლში ჭრაჭუნის შეგრძნება ნორმალურია და სავსებით შესაძლებელია, რომ რაიმე სპეციფიური საფუძველი არ არსებობდეს.
ნებისმიერ შემთხვევაში რეკომენდებულია, რომ მიმართოთ ექიმს.
სასურველია, რომ მუხლის სახსარი დაასვენოთ და ზედმეტ დატვირთვას მოერიდოთ, რადგან ამ დროს დიდია ტკივილისა თუ სხვა სიმპტომების გაუარესების რისკი.
სასურველია გაითვალისწინოთ შემდეგი რეკომენდაციები:  შეინარჩუნეთ ნორმალური წონა; ხშირად დალიეთ წყალი;  არ მოწიოთ სიგარეტი;  მიირთვით ცილებითა და ვიტამინებით მდიდარი საკვები.
შეგიძლიათ დაკავდეთ აერობიკის მსუბუქი ვარჯიშის პროგრამით – ნაკლებად დაიტვირთვება მუხლი. განსაკუთრებით სასარგებლოა ცურვა. წყალში სახსრები მუშაობს, მაგრამ არ იჭიმება.

ქირურგია.გე

გააზიარე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018