რა სარგებლობა მოაქვს იოგას?

იოგა დადებითად აისახება როგორც ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, ასევე ემოციურ განწყობაზე. იოგა კურნავს დეპრესიას.
ჰარვარდის უნივერსიტეტისა და კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ექსპერიმენტში ჩართეს 30 ადამიანი, რომლებიც იოგით იყვნენ დაკავებულნი, აკეთებდნენ სუნთქვის ვარჯიშებს.
ექსპერიმენტმა ცხადყო, რომ ვარჯიშის წყალობით დეპრესიის სიმპტომები შემცირდა.
მერილენდის უნივერსიტეტის მეცნიერები კი აცხადებენ, რომ იოგა საუკეთესო წამალია მათთვის, ვინც ზურგის ტკივილით იტანჯება.
ექსპერტები თვლიან, რომ იოგა სტანდარტულ, ზურგისთვის განკუთვნილ ვარჯიშებზე სასარგებლოა.
მსოფლიოში დეპრესიით ბევრი ადამიანი იტანჯება. ეს არის ფსიქიკური აშლილობის ყველაზე გავრცელებული ფორმა.
დეპრესია ფსიქიკური დარღვევაა და გავლენას ახდენს პიროვნების გრძნობაზე, აღქმის უნარსა და ქცევაზე. დეპრესია შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ასაკში.
დეპრესიის სიმპტომებია:
უიმედობა.  მოტივაციის ნაკლებობა. საყვარელი ჰობის მიმართ ინტერესის დაკარგვა.  პაციენტი სურვილს კარგავს წავიდეს სამსახურში, სკოლასა თუ უნივერსიტეტში.  შეიძლება ადამიანმა სრულიად უმიზეზოდ წონაში დაიკლოს ან გასუქდეს.  უძილობა.  დაღლილობის შეგრძნება.
ქირურგია.გე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018