როგორ ავარჩიოთ საჩუქარი სწორად

თუ საჩუქარს ახლობელი ადამიანისთვის ამზადებთ, დარწმუნდით, რომ სწორ მუხტს ატარებს და მომავალ მფლობელს მხოლოდ კარგს ჰპირდება.

სიმბოლური საჩუქარი

ხშირად საჩუქრად გავცემთ სხვადასხვა დეკორატიულ ფიგურებს, მაგრამ, აქვთ თუ არა მათ რაიმე აზრი? დიახ!

ჩიტების წყვილი. ასეთი ფიგურა აჩუქეთ ცოლქმრულ წყვილს, მყარი ქორწინება და ოჯახში სიმშვიდე უსურვეთ.

პეპელა. გამოდგება ქალებისთვის, რომლებიც თავიანთი მეორე ნახევრის ძიებაში არიან.

არწივი. იდეალური საჩუქარია მათთვის, ვისაც სახელის მოხვეჭა სრუს.

დრაკონი. ჭეშმარიტად მამაკაცური სიმბოლოა, ძალასა და გონიერებას განასახიერებს.

სპილო. მშვენიერი საჩუქარია ხანდაზმული ადამიანებითვის. დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა უსურვეთ.

ძაღლი. როგორც ჭეშმარიტი მცველი, არაკეთილმოსურნეებისგან იცავს.

ოქროს თევზი. დაეხმარება მათ, ვისაც თავისი მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება სურს.

„სარკე“,  აზა გაგოშიძე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018