როგორ მოვაწონოთ თავი ადამიანებს

ადამიანთა უმეტესობას სურს, რომ ისინი არამხოლოდ ახლობლებსა და მეგობრებს, ზოგჯერ ნაკლებად ნაცნობ ადამიანებსაც უყვარდეთ. საიდან ჩნდება ასეთი სურვილი და შესაძლებელია თუ არ მისი განხორციელება?
აღიარებულად ყოფნა ადამიანის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნილებაა. საქმე ისაა, რომ ყველანი სოციუმში ვცხოვრობთ და ჩვენთვის სულერთი არ არის, იქ რა როლს ვასრულებთ. თუ სურვილი გაქვთ, გარშემომყოფებს მოსწონდეთ, მათთან ურთიერთობაში რამდენიმე ოქროს წესი გამოიყენეთ.
წვრილმანი _ სულაც არ არის წვრილმანი!
გაცნობისას საკუთარ სახელს წარმოვთქვამთ და საპასუხოდ თანამოსაუბრის სახელს ვისმენთ, მაგრამ ვიმახსოვრებთ? მის მნიშვნელობას სათანადოდ ვერ ვაფასებთ და სულ ტყუილუბრალოდ. საკუთარი სახელი ადამიანისთვის ყველაზე ტკბილი ბგერებია. როდესაც მას სახელით მიმართავენ, მომენტალურად რეაგირებს, თანამოსაუბრის მიმართ კეთილგანწყობილი ხდება.
თუ ნაცნობობა შორს წავიდა, ერთმანეთთან ხშირად ურთიერთობთ, გაიგეთ მისი დაბადების დღე. მცირე საჩუქარი მოუმზადეთ ან უბრალოდ მიულოცეთ _ სრულიად სხვა თვალით შემოგხედავთ. თუ კოლეგას ეტყვით: ,,მახსოვს, მალე ქორწინების ხუთი წლისთავი გაქვთ” _ გაკვირვებული და ნასიამოვნები დარჩება.
პესიმისტები არავის სჭირდება
ყოველ ადამიანს საკუთარი პრობლემებიც უხვად აქვს და სხვათა უსიამოვნებების მოსმენა აღარ სურს. როდესაც ისეთ თანამოსაუბრეს შეეჯახება, რომელიც თავისი ოჯახური კატაკლიზმების მთელ ტვირთს მას დააბრეტყავს, შეეცდება, მომავალში ნაკლებად დაეკონტაქტოს, ამიტომ თქვენი პრობლემები თქვენთვის დაიტოვეთ, ხოლო გარშემომყოფების წინაშე გულწრფელი ღიმილით წარდექით. იყავით გახსნილი, კეთილმოსურნე, ყველაფერი გააკეთეთ, რომ ადამიანებმა თქვენ გვერდით თავი კომფორტულად იგრძნონ.
გიყვარდეთ თავი და ადამიანებ
ამბობენ, ადამიანს, რომელსაც თავი უყვარს, გარშემომყოფებისთვის არასდროს რჩება შეუმჩნეველი. თქვენ მიმართ ადამიანის სიმპათია რომ აღძრათ, ჯერ საკუთარ თავთან ურთიერთობაზე იმუშავეთ. მეორე, შეიყვარეთ ადამიანები. თუ ნაძალადევად გაუღიმებთ, თანამოსუბრეს დაშაქრული ენით შეეკითხებით, როგორ მიდის საქმე, მაშინვე მიხვდება, რომ მის წინ პირმოთნე ადამიანია, რომელსაც ფარული ზრახვები აქვს.
ადამიანების შეყვარება იოლი არ არის. ისინი სხვადასხვანაირები არიან _ სასიამოვნოები და არცთუ ძალიან, ბოროტები და კეთილები, ნეგატიურის ან პოზიტიურის მატარებლები. თუ ისწავლით, ისეთები მიიღოთ, როგორებიც არიან და სულ ცოტათი მაინც შეიყვარებთ, მათ მოწონებას დაიმსახურებთ იმიტომ, რომ გულწრფელ კეთილგანწყობას თანამოსუბრე ერთ კილომეტრზე გრძნობს.
ჩემთვის საინტერესო ხართ!
საუბრის დროს ხშირად თანამოსაუბრეს ვერ ვუსმენთ, უბრალოდ ჩვენ რიგს ველოდებით, რომ აზრი გამოვთქვათ. ყველაზე მეტად ადამიანს სურს, რომ მოუსმინონ, ამიტომ გუნლდასმით მოუსმინეთ, მისახვედრი კითხვები დაუსვით, მთელი თქვენი გარეგნობით დაინტერესებულობა გამოამჟღავნეთ. ზედმეტად შეეკითხეთ, როგორ მიდის მისი საქმეები, როგორ გადაწყდა საკითხი, რომელიც აღელვებდა. ასეთი ყურადღება გულგრილს არავის დატოვებს.
უკეთესის ძიებაში
ყოველ ადამიანს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. მონეტასავითაა _ ჩვენ წინაშე ხან ერთი, ხან მეორე კუთხით წარდგება. ეცადეთ, თითოეულ ძველ და ახალ ნაცნობში დადებითი თვისებები იპოვოთ, მინუსები კი დაივიწყეთ. არც ერთი ადამიანი მოისურვებს, რომ მისი უარყოფითი მხარეები განიხილონ და გააკრიტიკონ. ასე რომ, დაიმახსოვრეთ უცილობელი წესი: ,,ნუ განსჯი და არ განისჯები”.
,,სარკისთვის” მოამზადა აზა გაგოშიძემ

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018