სალვადორ დალის დის პორტრეტი 2 მილიონად გაიყიდა

სალვადორ დალის სურათი “ფიგურა პროფილში” თითქმის 2 მილიონ ფუნტ სტერლინგად გაიყიდა ლონდონის აუქციონზე.
სურათზე, რომელიც 1925 წელს არის შექმნილი, მხატვარის და ანა მარიაა გამოსახული. დალმა მას ეს ნამუშევარი მანამდე აჩუქა, სანამ მათი ურთიერთობა გაფუჭდებოდა.

1942 წელს სიურეალისტმა მხატვარმა გამოუშვა ავტობიოგრაფია, რომელიც მის დას არ მოეწონა და მან 1949 წელს საკუთარი მემუარები გამოსცა.
შემდგომში ანა მარიამ საკუთარი პორტრეტი ლოტის ამჟამინდელ მფლობელებს აჩუქა.
სურათი 800 ათასიდან 1,2 მილიონ ფუნტამდე იყო შეფასებული. მისმა საბოლოო ფასმა 1,8 მილიონი ფუნტი შეადგინა.
როგორც აუქციონის სახლში აღნიშნეს, ადრე ეს სურათი არასოდეს ყოფილა გამოტანილი აუქციონზე გასაყიდად.

გააზიარე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018