სტივენ ჰოკინგი კოსმოსში მიდის

ცნობილი ფიზიკოსი და კოსმოლოგი სტივენ ჰოკინგი კოსმოსში მიდის.
ამის შესაძლებლობას მეცნიერს რიჩარდ ბრენსონის კომპანია Virgin group-ი მისცემს.

როგორც თავად ჰოკინგმა “Good Morning Britain”-ის ჟურნალისტთან საუბრისას განაცხადა, მას არასოდეს უოცნებია, რომ კოსმოსში გამგზავრებას შეძლებდა, თუმცა როგორც კი რიჩარდ ბრენსონმა ადგილი შესთავაზა, მაშინვე დათანხმდა.

_ ჩემმა სამმა შვილმა უდიდესი სიხარული მომანიჭა და მე შემიძლია, ზუსტად გითხრათ, რა გამაბედნიერებს _ კოსმოსში მოგზაურობა, _ განაცხადა ფიზიკოსმა.

ჯერ კიდევ 2015 წელს, რიჩარდ ბრენსონმა განაცხადა, რომ იმედოვნებდა, ერთ დღესაც მას მიეცემოდა შესაძლებლობა, ჰოკინგი ” ვარსკვლავებთან წაეყვანა.” განცხადებაში ბრენსონი აღნიშნავდა, რომ მისი ეს შეთავაზება განპირობებული იყო იმ უდიდესი მოკრძალებითა და აღფრთოვანებით, რასაც იგი ჰოკინგისადმი განიცდიდა.

75 წლის ჰოკინგი ამიოტროფული გვერდითი სკლეროზით დაავადებული პირველი ადამიანი იქნება, რომელიც კოსმოსს ეწვევა.

აღნიშნული დიაგნოზი ჰოკინგს დიაგნოზი 21 წლის ასაკში დაუსვეს. დაავადება, სიმძიმისგან გამომდინარე, დიაგნოზის დასმიდან ხუთი წლის განმავლობაში სიკვდილს იწვევს, თუმცა ჰოკინგმა “ვადას” უკვე 50 წლით გადააჭარბა.

ნიუპოსტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018