სტომატოლოგი გაფრთხილებთ, კარიესი გადამდებია

როდის უნდა ვაჩვენოთ ბავშვი პირველად სტომატოლოგს, როგორ მოვამზადოთ კლინიკაში ვიზიტისთვის, რა არის ბოთლის კარიესი, როდის უნდა დავიწყოთ ბავშვების კბილების მოვლა, ამ და სხვა კითხვებს ბავშვთა სტომატოლოგი ელენე ხარაშვილი პასუხობს.

ელენე ხარაშვილი:

_ ბავშვების კბილების მოვლა ერთმნიშვნელოვნად უნდა დავიწყოთ პირველივე კბილის ამოსვლისთანავე. თავიდან გამოიყენეთ თითზე წამოსაცმელი ჯაგრისი ან წყალში დასველებული ბინტი. შეიძლება მცირე რაოდენობით კბილის პასტის დამატებაც ასაკის მიხედვით.

კბილები სჯობს გავიწმინდოთ ყოველი საკვების მიღების შემდეგ, სასურველია ღამის კვების შემდეგაც. ასე ბავშვი მარტივად ეჩვევა აღნიშნულ პროცედურას. ამასთან ეს ბოთლის კარიესის პროფილაქტიკაცაა.

ბოთლის კარიესი ძირითადად ჩნდება წინა 4-6 კბილზე, ყველაზე ადრეულ ასაკში, როდესაც ბავშვი ძუძუთი კვებაზეა, ჭამს და სვამს ბოთლით _ აქედანაა მისი სახელიც. ხოლო ღამის კვება და ხშირად ტკბილი სასმელები აღნიშნული დაავადების განვითარების მიზეზია. თავიდან იწყება თეთრი ლაქების ან ყვითელი-მოყავისფრო ნადების სახით. აღნიშნული კარიესი ძალიან სწრაფად ვითარდება, კბილები იშლება და იფშვნება. ამიტომ რეგულარულად ამოწმეთ თქვენი პატარას კბილები და დროულად მიაკითხეთ სტომატოლოგს.

შაქრის და სწრაფი ნახშირწყლების ხშირი მოხმარება მავნეა კბილებისათვის. როდესაც ბავშვი სვამს ან ჭამს ტკბილეულს, პირის ღრუში მატულობს მჟავიანობა, რაც უარყოფითად აისახება კბილის მინანქარზე. ამიტომ, როგორც კი ბავშვი მიიღებს ტკბილეულს, იქნება ეს ორცხობილა, შოკოლადი თუ წებოვანი კანფეტები, გაუწმინდეთ კბილები ან წყალი გამოავლეთ.

შესაძლებელია კარიესი გადაგედოთ, ეს ინფექციური დაავადებაა. ამიტომ კარიესის პროფილაქტიკა უნდა ჩაიტაროს ყველამ, ვისაც ბავშვთან აქვს ურთიერთობა. რა თქმა უნდა, ბავშვის პირადი ჰიგიენის საშუალებები და ჭურჭელი უნდა იყოს ცალკე.

,,ახალი თაობა”, ეკა ირემაშვილი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018