უზენაეს სასამართლოსთან პოლიციაა მობილიზებული

უზენაესი სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველების მობილიზება ხდება. აღნიშნული სავარაუდოდ, „რუსთავი 2“-ის სასამართლოს პროცესის პარალელურად დაგეგმილ აქციას უკავშირდება.

სამართალდამცველები ზუბალაშვილებისა და მიმდებარე ქუჩებზე მდგომი ავტომობილების მძღოლებს ადგილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.

უზენაესი სასამართლო დღეს ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ისა და მისი მფლობელების, ძმებ ლევან და გია ყარამანიშვილების საკასაციო საჩივარს განიხილავს. ტელეკომპანიის წილებთან დაკავშირებულ დავას უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018