ფერნანდო ტორესი მოედანზე სიკვდილს გადაურჩა

მადრიდის ატლეტიკოს ფორვარდი ფერნანდო ტორესი დეპორტივოსთან მატჩში სიკვდილს გადაურჩა.

85-ე წუთზე ფერნანდო მეტოქე გუნდის ფეხბურთელს თავით შეეჯახა, რის შემდეგაც მინდორზე ცუდად დაეცა და გონება დაკარგა.
ტორესს მაშინვე აღმოუჩინეს დახმარება, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს. საბედნიეროდ, ტრავმა არ გამოდგა ისეთი სერიოზული, როგორც თავიდან ჩანდა. ტორესი კიდევ რამდენიმე დღე იქნება საავადმყოფოში და შემდეგ უკვე სრულფასოვან ცხოვრებას დაუბრუნდება.
დეპორტივოსთან მატჩი 1:1 დასრულდა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018