ქალისა და მამაკაცის უნაყოფობაში კვებას მნიშვნელოვანი როლი აკისრია

მსოფლიოში დღითიდღე აქტუალური ხდება საკვების როლი ქალისა და მამაკაცის უნაყოფობის მკურნალობაში. სწორედ ეს მოსაზრება უდევს საფუძვლად ჯანსაღი კვებისა და ვიტამინების კომპლექსის აქტიურ გამოყენებას რეპროდუქტოლოგთა მიერ ჩასახვამდე პერიოდში.
რა თქმა უნდა, არანაკლებ მნიშვნელოვანია სრულყოფილი კვება ორსულობის დროს, თუმცა უმნიშვნელოვანესია კვება დაორსულებამდეც.
როგორია საკვების როლი ქალისა და მამაკაცის უნაყოფობის დროს, როგორ ხდება დაორსულება საკვების ხელშეწყობით, რა საკვები უნდა მიიღონ წყვილებმა და რა დოზებით, ამ თემებზე ექიმი მარიამ პაპავა საუბრობს.
მარიამ პაპავა:
_ საკვებიდან ვიტამინების შემცველობით გამოირჩევა ხილ-ბოსტნეული, ვინაიდან მასში დიდი რაოდენობითაა ბე9 ვიტამინი _ ფოლიუმის მჟავა, რომელიც აუმჯობესებს კვერცხუჯრედის ხარისხს, რაც ზრდის ჩასახვის შანსს, ასევე ახდენს ნაყოფის საშარდე სისტემისა და ნერვული მილის ანომალიის პრევენციას მუცლადყოფნის პერიოდში, აუმჯობესებს მომავალი ბავშვის გონებრივი განვითარების ხარისხს.
ფოლიუმის მჟავით მდიდარი პროდუქტებია: ხორცი, სტაფილო, ბროკოლი, ნესვი, ავოკადო, თევზი, მანგო, ყველი, ატამი, ოსპი. დადგენილია, რომ ყოველდღიურად 1 ჭიქა ოსპის მიღება ავსებს ორგანიზმს 357 მკგ.
მარცვლეული, მასში შემავალი ბე12 ვიტამინის შემცველობით, ასევე დადებითად მოქმედებს განაყოფიერების პროცესზე. მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლების მიხედვით, ბე12 ვიტამინი ასტიმულირებს უჯრედთა დაყოფას, ზრდის სპერმის მოცულობას, აუმჯობესებს სპერმატოზოიდების მოძრაობის ხარისხს, უზრუნველყოფს ჰორმონული ბალანსის შენარჩუნებას ქალის ორგანიზმში. დადგენილია, რომ ქალებში, რომლებსაც აქვთ ვიტამინ ბე12-ის დეფიციტი, ხშირია ნაყოფის განვითარების შეწყვეტა და სპონტანური აბორტები.
ბე12 ვიტამინს შეიცავს რძე, კვერცხი, თევზი, თხილეული, ხამანწკა.
ე ვიტამინის შემცველი საკვები მნიშვნელოვნად აუმჯობესებს უშვილო წყვილების პროგნოზს, ვინაიდან განაპირობებს საკვერცხეებისა და პლაცენტის ნორმალურ ფუნქციონირებას, არეგულირებს მამაკაცისა და ქალის ჰორმონულ ბალანსს, ააქტიურებს სისხლის მიმოქცევის პროცესს, რაც უზრუნველყოფს სქესობრივი ფუნქციის გაუმჯობესებას, აუჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, აძლიერებს იმუნიტეტს.
ე ვიტამინის შემცველი საკვებია ნუში, მზესუმზირა, ავოკადო, ზეითუნის ზეთი, კვერცხის გული.
თევზეული _ ორაგული, სკუმბრია, სარდინი შეიცავს დიდი რაოდენობით ომეგა ცხიმოვან მჟავებს _ ომეგა 3-ს, ომეგა 6-ს, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაში.
,,ახალი თაობა”, ეკა ირემაშვილ

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018