ქიბარ ხალვაში: ”რუსთავი 2-ში ხვალვე მივალ”

რუსთავი 2-ის 60%-ანი წილის მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა, რომ რუსთავი 2 ორი იქნება ხალხის სამსახურში და არ იქნება მიკერძოებული
_ თუ თანახმაა ტელეკომპანიის კოლექტივი, ხვალვე მივალ და დაველაპარაკები, ეს ყველაფერი კანონის ფარგლებში მოხდება. რუსთავი 2 იქნება ხალხის სამსახურში და არ იქნება მიკერძოებული, _ აღნიშნა ხალვაშმა.

რამდენიმე წუთის წინ მან ფეისბუქზე ასეთი პოსტი გამოაქვეყნა:

_ დიდი მადლობა ყველას მოლოცვისათვის, ვისაც გაუხარდა სასამართლოს გადაწყვეტილება.
შევეცდები სხვებიც გავახარო ვისაც ეჭვი აქვს, რომ რამეს ცუდად გავაკეთებთ.
მშვიდობას და ბედნიერებას გისურვებთ!

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018