„ჩემი ქმარი თავისი ძმის ყოფილ საყვარელთან წავიდა”

საქართველოში მამაკაცები სიამაყით სვამენ ქართული ტრადიციების სადღეგრძელოს, ჩვენი წეს-ჩვეულებებით ამაყობენ, თავი ვაჟკაცებად მოაქვთ, საქმე საქმეზე რომ მიდგება, ყველაფერს ივიწყებენ.
ჩემმა ქმარმა არათუ ოჯახის ტრადიციებს, მორალსაც გადააბიჯა. იმ ქალთან წავიდა, რომელიც ერთ დროს მისი ძმის საყვარელი იყო. ხომ დაუჯერებლად ჟღერს? მაგრამ, სამწუხაროდ, ეს სიმართლეა.
ჩემი მაზლი უცოლო იყო, როცა იმ ქალს გადაეკიდა. იმ ქალბატონისთვის ჩემი მაზლი პირველი `სიყვარული~ არ იყო, მანამდე ორჯერ იყო გათხოვილი და, როგორც ამბობენ, ორჯერვე ღალატის გამო გააგდეს ქმრებმა. განქორწინებების მერეც არ იკლებდა სიამოვნებას.
რასაკვირველია, არავის გაუხარდება, თავისი ახლობლის გვერდით ასეთი ქალი იხილოს. ჩვენც ყველანაირად ვცდილობდით, ჩემი მაზლისთვის თვალები აგვეხილა. განსაკუთრებით ჩემი ქმარი აქტიურობდა. ბევრი იბრძოლა, რომ თავის ძმას ის ქალი ცოლად არ მოეყვანა.
ჩემმა მეუღლემ თავისი თანამშრომელი გააცნო და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დაქორწინებულიყვნენ. ის ქალი ამის შემდეგაც არ ეშვებოდა და ისევ ჩემი ქმარი ჩაერია, ხვდებოდა და უხსნიდა, რომ მის ძმას უკვე ცოლი ჰყავდა და უნდა დაევიწყებინა.
არ ვიცი, იმ ქალს რა ჯადო ჰქონდა ასეთი, მაგრამ ჩემს ქმარსაც თავბრუ დაახვია. ერთ დღესაც მწარე რეალობის წინაშე დამაყენა და სახლიდან წავიდა. თურმე ის ქალი ორსულად იყო და ამით გაამართლა თავისი გადაწყვეტილება, შვილს ზურგს ხომ არ ვაქცევდიო. ჩვენს ორ შვილს რომ აქცია ზურგი, ის არაფერი?!
ახლა მაზლი მიდგას გვერდით. მამშვიდებს, საღ გონებაზე არ არის, თორემ ასეთ რამეს გულში როგორ გაივლებდაო.
ღმერთის იმედი მაქვს, რომ, პირველ რიგში, მას არ გაწირავს და იმ ჯადოქარი ქალისგან დაიფარავს.
„სარკე“

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018