ჩინელმა საცოლეს მეტეორიტი აჩუქა

ჩინეთის ქალაქ ურუმჩის მცხოვრები ლიუ ფეი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა.

მან თავის საცოლეს, ვან ფანფანს, მეტეორიტის 33 ტონიანი ნატეხი აჩუქა, რომელიც კოლექციონერისგან 160.000 დოლარად შეიძინა.

თავდაპირველად ლიუ ფეი ტრადიციული საჩუქრის, ბინის, ყიდვას აპირებდა, მაგრამ მოგვიანებით მეტეორიტის ნატეხი უფრო რომანტიკულად მოეჩვენა.

ლიუ ფენმა საცოლეს ხელი სახალხოდ სთხოვა. მან მიიწვია მეგობრები ქალაქის ცენტრში და ყველაფერი საჰაერო ბუშტებით მორთო. მერე ვარდის ფურცლებისგან გული გააკეთა, საჩუქარს კი წითელი ნაჭერი გადააფარა.

საცოლე დიდად აღფრთოვანებული ამ ყველაფრით არ დარჩენილა.

მან თქვა, რომ არც მეტეორიტი მოსწონს და არც გათხოვებას ჩქარობს, მაგრამ ლიუ ფენის წინადადება მაინც მიიღო.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018