არ მიიღოთ დიდი რაოდენობით შაქარი

არ მიიღოთ დიდი რაოდენობით შაქარიმეცნიერები გვირჩევენ, რომ მისი რაოდენობა შევამციროთ. ჭარბი დოზით შაქარი ორგანიზმში ცხიმების დაგროვებას უწყობს ხელს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, რეკომენდებულია, რომ შაქრის დღიური დოზა 5%–ს არ სცილდებოდეს.
თუმცა ექსპერტების გაფრთხილების მიუხედავად, ადამიანების დიდი ნაწილი საჭიროზე ტკბილ საკვებსა და სასმელს იღებს, შედეგად იზრდება წონასთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების რიცხვი.
შაქრის დიდი დოზა ხელს უწყობს:  კბილთან დაკავშირებულ პრობლემებს; შიმშილის გრძნობას; წონაში მომატებას; იზრდება დიაბეტის რისკი; მაღალია ჭარბი წონის რისკი; იწვევს თირკმლის უკმარისობას;  შეიძლება გამოვლინდეს პანკრეასის სიმსივნე; თირკმლის დაავადება;  როგორც წესი ჰიპერტენზიას იწვევს დიდი დოზით მარილიანი პროდუქტები, მაგრამ შაქარიც ჰიპერტენზიის განვითარებასთანაა დაკავშირებული.