ბიტკოინის კურსმა ოქროს ფასს გადააჭარბა

ბიტკოინის კურსმა ოქროს ფასს გადააჭარბაპირველად ისტორიაში კრიპტოვალუტა ბიტკოინის კურსმა ოქროს ფასს გადააჭარბა.
Coindesk-ის ინფორმაციით, ბიტკოინის ფასმა 1.265 დოლარს მიაღწია. ბლუმბერგის მონაცემებით კი, 3 მარტის ვაჭრობის შედეგად 1 უნცია ოქრო 1.233 დოლარი ღირდა.
ბიტკოინის ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს 2013 წლის 29 ნოემბერს მიაღწია, როცა მისი ფასი 1.242 დოლარამდე გაიზარდა.
ანალიტიკოსთა განცხადებით, ბიტკოინის გაძვირება ჩინეთში გაზრდილ მოთხოვნას უკავშირდება.
ბიტკოინი შეიქმნა 2008 წელს და წარმოადგენს ვირტუალურ /კრიპტოგრაფიულ ვალუტას, რომლის შექმნა კომპიუტერული ქსელის საშუალებით და რთული მათემატიკური პროცესების შედეგად ხორციელდება.

ბიტკოინის ყიდვა ტრადიციული ვალუტის გაცვლით არის შესაძლებელი. მისი დამახასიათებელი მთავარი ფაქტორი არის ის, რომ რომელიმე ცენტრალური ინსტიტუტის ან ორგანიზაციის მიერ არ გაიცემა. შესაბამისად, ბაზარზე დამატებითი ბიტკოინების გამოჩენით, ვალუტას გაუფასურება არ ემუქრება.

2016 წლის მონაცემებით, მიმოქცევაში თითქმის 15,5 მილიონი ბიტკოინია. ბიტკოინით ინტერნეტში პროდუქციისა და მომსახურების შეძენაა შესაძლებელი.