ბრაზილიამ ურუგვაის მონტევიდეოში მოუგო _ პაულინიოს ჰეთთრიკი და ნეიმარის სუპერგოლი

ბრაზილიამ ურუგვაის მონტევიდეოში მოუგო _ პაულინიოს ჰეთთრიკი და ნეიმარის სუპერგოლიდღეს დილით მონტევიდეოში გაიმართა მსოფლიოს პირველობის შესარჩევი მატჩი ურუგვაისა და ბრაზილიას შორის.

ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს. გოლი პენალტით ედინსონ კავანიმ გატამა _ 1:0.

ამის შემდეგ გოლები მხოლოდ სტუმრებმა შეაგდეს.

ჯერ პაულინიომ გაათანაბრა ანგარიში _ 1:1.

შემდეგ მანვე მეორედ აიღო ურუგვაის კარი, რასაც ნეიმარის ტრადიციული სუპერგოლი მოჰყვა _ 1:3.

მატჩს საბოლოო წერტილი იმავე პაულინიომ დაუსვა, რომელნაც გამოიყენა დანი ალვესის პასი და თავით მეოთხე გოლი გაიტანა _ 1;4.

ამ მოგებით ბრაზილიამ პრაქტიკულად გაინაღდა მსოფლიოს პირველობის საგზური.