გაგარინის მოედანზე რესტორანში მოქალაქე დაჭრეს

გაგარინის მოედანზე რესტორანში მოქალაქე დაჭრესგაგარინის მოედანზე ერთ-ერთ რესტორანში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ერთი მოქალაქე დაჭრეს.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულია ასევე სამი ადამიანი. დაჭრილი ღუდუშაურის კლინიკაშია გადაყვანილი.

ადგილზე ამ დრომდე იმყოფებიან შსს-ს წარმომადგენლები. მიმდინარეობს რესტორნის პერსონალის გამოკითხვა.
მომხდართან დაკავშირებით შსს-ში ჯერჯერობით კომენტარი არ გაკეთებულა. კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ რესტორნის ადმინისტრაციაშიც.