ზღვაში ცურვა ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა

ზღვაში ცურვა ჯანმრთელობისთვის სასარგებლოაზღვაში ცურვა ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა.
პირველ რიგში კარგია იმუნური სისტემისთვის. ამასთან, ამცირებს კანის პრობლემებისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს.
ზოგიერთი ადამიანი აცხადებს, რომ ცურვის წყალობით ტკივილისგან გათავისუფლდა. მეცნიერები თვლიან, რომ აქტიური ცხოვრების ეს ფორმა სასარგებლოა მათთვის, ვინც წონაში დაკლებას ცდილობს, რადგან ცურვა შესანიშნავად ებრძვის ზედმეტ კილოგრამებს.
ექსპერიმენტში მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ზღვაში ან მდინარეში ცურვის შემდეგ ენერგიის მოზღვავება იგრძნეს.
_ იზრდება ადრენალინის დონე და ადამიანს ყურადღება სხვა საკითხზე გადააქვს, მცირდება ტკივილის შეგრძნება, უმჯობესდება გუნება–განწყობილება. შეგვიძლია მას ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებელი ვუწოდოთ“, – აცხადებს Portsmouth University–ს მეცნიერი, მაიკლ ტიპტონი.
ორგანიზმი სტრესს გაცილებით უკეთ უმკლავდება, როცა ზღვის ცივ წყალში რეგულარულად ცურავთ.
სხვა სამეცნიერო ნაშრომში, რომელზეც ჩეხი მკვლევარები მუშაობდნენ ვკითხულობთ, რომ კვირაში სამჯერ ცივ წყალში ცურვა მნიშვნელოვნად ზრდის ლეიკოციტების რაოდენობას, რომლის წყალობითაც ორგანიზმი ინფექციებს ებრძვის.
კანის პრობლემებისთვის ძალიან სასარგებლოა ზღვის მარილიანი წყალი. ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ მარილიანი წყალი აუმჯობესებს სექსუალურ ცხოვრებას, ზრდის ტესტოსტერონისა და ესტროგენის დონეს.
ვინც ზღვასთან ახლოს ცხოვრობს იშვიათად აწუხებს რესპირატორული დაავადებები.
ქირურგია.გე