თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებსძლიერი ქარის გამო თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.უწყების ინფორმაციათ, თბილისის მერის მოადგილეები და რაიონის გამგებლები ქალაქის სხვადასხვა უბნებში იმყოფებიან, სადაც უამინდობამ პრობლემები შექმნა.

თბილისის მერია მოუწოდებს მოქალაქეებს, ცალკეული შემთხვევების შესახებ დარეკონ თბილისის მერიის ცხელ ხაზზე 2 722222.