ლევან მჭედლიძის დაბრუნების თარიღი უცნობია

ლევან მჭედლიძის დაბრუნების თარიღი უცნობიასაქართველოს ნაკრების და ემპოლის ფორვარდ ლევან მჭედლიძეს ტრავმა ჯერჯერობით არ მოურჩენია და ზუსტად არ არის ცნობილი თუ როდის დაუბრუნდება ქართველი ფორვარდი მოედანს.

მჭედლიძის არყოფნა ემპოლის ძალიან დაეტყო და გუნდმა ზედიზედ 5 შეხვედრა წააგო, თუმცა ემპოლი გასავარდნ ზონაში არ იმყოფება.

მჭედლიძის დაბრუნებას აპრილის პირველ რიცხვებში ვარაუდობენ, როდესაც ემპოლი რომას დაუპირისპირდება, მანამდე კი ლევანს დასვენება მოუწევს რაც ძალიან ცუდია საქართველოს ნაკრებისთვის, რადგან 24 მარტს საქართველოს ეროვნული გუნდი სერბეთის ნაკრებს უმასპინძლებს.

ამ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს თორნიკე ოქრიაშვილიც დააკლდება.