ლუის ენრიკემ დეპორტივოსთან მარცხზე ისაუბრა

ლუის ენრიკემ დეპორტივოსთან მარცხზე ისაუბრაბარსელონამ ყველასთვის მოულოდნელად დეპორტივოსთან მარცხი განიცადა სტუმრად 1:2. ეს შედეგი ბარსელონას საჩემპიონო ამბიციებისთვის დიდი დარტყმაა, რადგან რეალმა თავისი შეხვედრა მოიგო.

დეპორტივოსთან მატჩის შემდეგ ბარსელონას მწვრთნელმა ლუის ენრიკემ განაცხადა, რომ ეს მარცხი ფეხბურთელების გადაღლილობის ბრალია.

_ეს შეხვედრა არ უნდა წაგვეგო, რადგან ზედიზედ რამდენიმე კარგი თამაში ჩავატარეთ და ეს ფორმა უნდა შეგვენარჩუნებინა. ფეხბურთელები პსჟ-სთან შეხვედრის შემდეგ დაღლილები იყვნენ და მე მესმის მათი. მომავალში მსგავსი შეცდომები არ უნდა გავიმეოროთ, _ აღნიშნა ლუის ენრიკემ.

ესპანეთის ჩემპიონატს რეალი ლიდერობს, რომელსაც 62 ქულა აქვს და ბარსელონას 2 ქულით უსწრებს. გარდა ამისა, რეალს 1 შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული.