ლუის სუარესი: “პსჟ-ს ბარიერის დაძლევა შეგვიძლია”

ლუის სუარესი: "პსჟ-ს ბარიერის დაძლევა შეგვიძლია"ბარსელონას ფორვარდმა ლუის სუარესმა პსჟ-სთან განმეორებით შეხვედრაზე ისაუბრა და თქვა, რომ ბარსელონას პსჟს ბარიერის დაძლევა შეუძლია.

სუარესის აზრით, ამისთვის აუცილებელია, რომ ბარსელონამ პირველ ტაიმში ორი გოლი გაიტანოს და ამის შემდეგ პსჟ ანერვიულდება.
_ ვისაც გამარჯვების არ სჯერა, ის ფეხბურთსაც არ უნდა თამაშობდეს. ჩვენ გვჯერა გამარჯვების და ნოუ კამპზე ბარსელონას ძალიან ბევრი შეუძლია. თუ პირველი ტაიმი 2:0 დასრულდება ჩვენ სასარგებლოდ, პსჟ ძალიან ანერვიულდება და ჩვენ ამით ვისარგებლებთ, _ განაცხადა ლუის სუარესმა.

გუშინ ბარსელობამ ლა ლიგის მატჩი სელტას ნოუ კამპზე 5:0 მოუგო,
პსჟ-ს კი ამავე სტადიონზე 8 მარტს დაუპირისპირდება.