მიირთვით თევზი და იცხოვრეთ ჯანმრთელი გულით

მიირთვით თევზი და იცხოვრეთ ჯანმრთელი გულითომეგა-3-ის არსებობის შესახებ ჯერ კიდევ გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან იყო ცნობილი და მას ზრდის პროცესისათვის აუცილებელ ელემენტად თვლიდნენ, თუმცა მისი სასარგებლო თვისებების ფართო სპექტრის აღმოჩენა დანიელ მეცნიერ დაიერბერგს ეკუთვნის.
მეცნიერი დაინტერესდა იმ ფაქტით, რომ ესკიმოსები იშვიათად ავადდებოდნენ გულის დაავადებებით, მაშინ როდესაც მათი რაციონის ძირითად ნაწილს საკმაოდ ცხიმიანი საკვები თევზი და სელაპის ხორცი შეადგენდა.
თავის კოლეგებთან ერთად დაიერბერგი ესკიმოსების სისხლის შემადგენლობას სწავლობდა და 2-წლიანი თავდაუზოგავი შრომის შემდეგ მათ გამოიყვანეს ორი ცხიმოვანი მჟავა _ ეიკოზაპენტაენური და დოკოზაჰექსაენური, რომლებიც არეგულირებს ჰორმონულ სპექტრს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას საშვილოსნოს ღრუში, აცხრობს ანთებით პროცესს მენჯის ღრუში, აუმჯობესებს კვერცხუჯრედის მომწიფების ხარისხს.
კვლევებით დადგენილია, რომ ბავშვები, რომელთა დედებიც ორსულობის დროს იღებენ ომეგა 3 _ ცხიმოვან მჟავას, აქვთ უკეთესი გონებრივი შესაძლებლობები და მხედველობა, მისი დეფიციტი კი მცირე მასის ნაყოფთან და ბავშვებში ჰიპერაქტიურობის ჩამოყალიბებასთან ასოცირდება.
მიიღეთ დიდი რაოდენობით თევზის პროდუქტები და იცხოვრეთ ჯანმრთელი გულით.