მილიარდერების პირველი ოჯახი – 10 ფაქტი როკფელერების შესახებ

მილიარდერების პირველი ოჯახი - 10 ფაქტი როკფელერების შესახებ20 მარტს გარდაიცვალა მსოფლიოს ყველაზე ასაკოვანი მილიარდერი დევიდ როკფელერი, მსოფლიო ისტორიაში პირველი მილიარდერის, უილიამ როკფელერის შვილთაშვილი.

დინასტიის დამაარსებელი უილიამ როკფელერი (1810-1906) იყო საკმაოდ სკანდალური რეპუტაციის მქონე ადამიანი. თავიდან ის მუშაობდა ხის მჭრელად, შემდეგ ყიდდა მის მიერ წარმოებულ წამლებს, იმის მიუხედავად, რომ არ ჰქონდა არანაირი სამედიცინო განათლება. 1849 წელს უილიამსს მოახლის გაუპატიურება დაბრალდა.

უილიმის შვილმა, ჯონ როკფელერმა (1839-1937) 1870 წელს შექმნა ნავთობკომპანია standard Oil. სწორეს ამ ბიზნესის შედეგად გახდა ის მილიარდერი. 1911 წელს აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ გააუქმა ეს კომპანია იმის გამო, რომ ის არღვევდა ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობას – ის დაიშალა 34 კომპანიად, რომელშიც როკფელერებს ჰქონდათ დიდი გავლენა.

ჯონ როკფელერი მთელი სიცოცხლის განმავლობაში რიცხავდა დიდ თანხებს ქველმოქმედებაზე. როკფელერის ფონდი არსებობს ამჟამადაც და ის არის აშშ-ში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საქველმოქმედო ფონდი. სხვადასხვა მონაცემებით, ჯონ როკფელერმა ქველმოქმედებაზე ქონების ნახევარი დახარჯა.

jონ როკფელერი ფლობდა 16 სარკინიგზო და 6 მეტალურგიულ კომპანია, უძრავი ქონების 9 ფირმას, 6 სანაოსნოს, 9 ბანკს და ფორთოხლის 3 პლანტაციას.

ჯონ როკფელერის მემკვიდრე გახდა მისი ერთადერთი შვილი დევიდი (1874-1960), რომელმაც შემატა მამამისის ქონებას კიდევ რამდენიმე მილიარდი, რასაც ხელი შეუწყო ორმა მსოფლიო ომმამ, რომლის დროსაც როკფელერის ოჯახი დაკავებული იყო აშშ-ს არმიის ნავთობპროდქტების მომარაგებით.

1930-ან წლებში ნიუ-იორკში ოჯახის ფულით აშენდა საოფისე კვარტალი, რომლესაც დღესაც ეწოდება როკფელერ-ცენტრი. 1987 წელს კომპლექსმა მიიღო ეროვნული კულტურული ძეგლის სტატუსი. ცენტრი ასევე ცნობილია ტრადიციული საშობაო ნაძვის ხით, რომელიც შენობის წინ 1933 წლიდან იდგმება.

ჯონ როკფელერმა დაუტოვა უზარმაზარი ქონება თავის 6 შვილს. მათ შორის ერთი – ნელსონ როკფელერი – იყო ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი 1974-დან 1977 წლამდე.

ჯონ როკფელერის ბოლო და უმცროსი შვილი – დევიდი – გარდაიცვალა 2017 წლის 20 მარტს, 101 წლის ასაკში.

ისევე როგორც მისი წინაპრები, დევიდ როკფელერი ცნობილიო იყო საქველმოქმედო საქმიანობით,. 2008 წელს მან გაიღო 100 მლნ. დოლარი თავისი ალმა-მატერის – ჰარვარდის უნივერსიტეტის სასარგებლოდ. სიცოცხლის განმავლობაში მან ქველმოქმედებაზე 900 მლნ. დოლარი დახარჯა.

2002 წელს დევიდ როკფელერმა გამოსცა წინგი და ამით გახდა როკფელერების დინასტიის ერთადერთი წარმომადგენელი, რომელმაც დაწერა ავტობიოგრაფია.

კომერსანტი