მსოფლიოში 14 ქვეყანას ჰყავს ქალი პრეზიდენტი

მსოფლიოში 14 ქვეყანას ჰყავს ქალი პრეზიდენტიმარია ესტელა პირველი ქალი-პრეზიდენტი  იყო, რომელიც 1974 წლის 1 ივლისს არგენტინის რესპუბლიკას ჩაუდგა სათავეში.

დაიბადა 1931 წლის 4 თებერვალს არგენტინის ქალაქ ლა-რიოხაში.

მარია ესტელა ცეკვავდა პანამის ღამის კლუბში, სადაც არგენტინის ყოფილი დიქტატორი, ხუან პერონი  გაიცნო და მოგვიანებით ცოლადაც გაჰყვა. 1972 წელს ხუან პერონმა დაიწყო საპრეზიდენტო კამპანია, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდა მარია ესტრელა. 1973 წლის 23 სექტემბრის ვადამდელ არჩევნებში გაიმარჯვა მისმა მეუღლემ. მარია ესტელამ პრეზიდენტის პოსტი ქმრის გარდაცვალების შემდეგ, კონსტიტუციის საფუძველზე დაიკავა.

ელენ ჯონსონ-სირლიფი ლიბერიის 24-ე პრეზიდენტი 

მსოფლიოში 14 ქვეყანას ჰყავს ქალი პრეზიდენტიდაიბადა 1938 წლის 29 ოქტომბერს ლიბერიის დედაქალაქ მონროვიაში. ლიბერიის ისტორიაში მეორე ქალი-პრეზიდენტია რუთ პერის შემდეგ. ქვეყნის სათავეშია 2006 წლიდან.

ელენი 2011 წლის ნობელის პრემიის ლაურეატია მშვიდობის განმტკიცების დარგში ტავაკულ კარმანისთან და ლეიმა გბოვისთან ერთად. ჯილდო გადაეცათ „ქალების უსაფრთხოებისა და ქალების უფლებებისთვის არაძალადობრივი ბრძოლისა და სამშვიდობო საქმიანობაში აქტიური მონაწილეობის გამო“.

დალია გრიბაუსკაიტე – ლიტვის მე-5 პრეზიდენტი 

მსოფლიოში 14 ქვეყანას ჰყავს ქალი პრეზიდენტიდაიბადა 1956 წლის 1 მარტს ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში. ის ლიტვის ისტორიაში პირველი ქალი-პრეზიდენტია. თანამდებობას იკავებს 2009 წლიდან.

პრეზიდენტად არჩევამდე დალია მაღალ სახელმწიფო თანამდებობებზე მუშაობდა, 2001-2004 წლებში იყო ლიტვის ფინანსთა მინისტრი.

 

დორის ლოიტჰარდი – შვეიცარიის პრეზიდენტი 

მსოფლიოში 14 ქვეყანას ჰყავს ქალი პრეზიდენტიდაიბადა 1963 წლის 10 აპრილს მერენშვანდში, შვეიცარიაში . დორისი ორჯერ იყო შვეიცარიის ფედერალური პრეზიდენტი, თავდაპირველად ქვეყანას სათავეში 2010 წლის 1 იანვარს ჩაუდგა და ერთი წლით, 2010 წლის 31 დეკემბრამდე ეკავა თანამდებობაზე. 2017 წლის 1 იანვრიდან კი უკვე მეორედ გახდა ქვეყნის პრეზიდენტი.

 

ატიფეტე იაჰიაგაკოსოვოს მეოთხე პრეზიდენტი

მსოფლიოში 14 ქვეყანას ჰყავს ქალი პრეზიდენტიდაიბადა 1975 წლის 20 აპრილს სერბეთში. ატიფეტე კოსოვოს პირველი ქალი-პრეზიდენტია, რომელიც ამ თანამდებობაზე 2011 წლის 7 აპრილს პარლამენტმა აირჩია.

 

 

 

პაკ კინ ჰე – სამხრეთ კორეის მე-11 პრეზიდენტი

მსოფლიოში 14 ქვეყანას ჰყავს ქალი პრეზიდენტიდაიბადა 1952 წლის 10 თებერვალს. პაკ კინ ჰე 2013 წლის 25 თებერვალს გახდა სამხრეთ კორეის პრეზიდენტი. იგი ყოფილი პრეზიდენტის, პაკ ჩონ ჰის შვილია.

 

მიშელ ბაჩელეტი – ჩილეს პრეზიდენტი

მსოფლიოში 14 ქვეყანას ჰყავს ქალი პრეზიდენტიდაიბადა 1951 წლის 29 სექტემბერს. მიშელი იყო  ჩილეს პირველი ქალი-პრეზიდენტი (2006-2010). მან 2006 წლის არჩევნებში ყოფილი სენატორი სებასტიან პინიერა დაამარცხა. 2013 წლის 15 დეკემბერს, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად მეორედ გახდა ჩილეს პრეზიდენტი. მოვალეობის შესრულებას იგი 2014 წლის 11 მარტს შეუდგა.

 

კეტრინ  სამბაპანზა – ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი

მსოფლიოში 14 ქვეყანას ჰყავს ქალი პრეზიდენტიდაიბადა 1956 წლის 26 ივნისს. კეტრინ თავდაპირველად ბანგას მერი იყო.

2014 წლიდან კი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელია.

 

მარილუიზ კოლეიროპრეკა – მალტის მე-9 პრეზიდენტი

მსოფლიოში 14 ქვეყანას ჰყავს ქალი პრეზიდენტიდაიბადა 1958 წლის 7 დეკემბერს. მარი-ლუიზ კოლეირო-პრეკა მალტის პრეზიდენტი 2014 წლის 4 აპრილს გახდა. მან ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდამ დაიკავა აღნიშნული თანამდებობა.

 

კოლინდა გრაბარკიტაროვიჩი – ხორვატიის მე-4 პრეზიდენტი

მსოფლიოში 14 ქვეყანას ჰყავს ქალი პრეზიდენტიდაიბადა 1968 წლის 29 აპრილს. კოლინდა ხორვატიის ისტორიაში პირველი ქალი-პრეზიდენტია. იგი ხორვატიის სათავეში 2015 წლიდანაა, პრეზიდენტობამდე იყო ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე სახალხო დიპლომატიის საკითხებში.

 

ამინა გურიბფაკიმი – მავრიკიის მე-6 პრეზიდენტი

მსოფლიოში 14 ქვეყანას ჰყავს ქალი პრეზიდენტიდაიბადა 1959 წლის 17 ოქტომბერს. ამინა ქვეყნის პრეზიდენტი 2015 წლის 5 ივნისიდან გახდა. მავრიკის ისტორიაში პირველი ქალი-პრეზიდენტია, რომელიც არჩევნების გზით მოვიდა ხელისუფლებაში. (პირველი ქალი-პრეზიდენტია თუ არჩევნების გზით მოსული პირველი პრეზიდენტი? თუ პირველი ვარიანტია, ასე დაწერე: ის არჩევნების გზით მოვიდა ხელისუფლებაში)

ბიდჰია დევი ბჰანდარინეპალის მე-2 პრეზიდენტი

მსოფლიოში 14 ქვეყანას ჰყავს ქალი პრეზიდენტიდაიბადა 1961 წლის 19 ივნისს. ბიდჰია ნეპალის ისტორიაში პირველი ქალი-პრეზიდენტია.

აღნიშნულ თანამდებობას იგი 2015 წლის 5 ივნისიდან იკავებს.

 

 

ჰილდა ჰაინიმარშალის კუნძულების მე-8 პრეზიდენტი

მსოფლიოში 14 ქვეყანას ჰყავს ქალი პრეზიდენტიდაიბადა 1951 წლისს 6 აპრილს. ჰილდა იყო პირველი ადამიანი მარშალის კუნძულებზე, რომელმაც მიიღო მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. იგი იყო  პირველი ქალი ქვეყნის მეთაურის თანამდებობაზე, ასევე პირველი ქალი-პრეზიდენტი მიკრონეზიის ქვეყნებში. პრეზიდენტად აირჩიეს 2016 წლის 27 იანვარს.

 

ცაი ინვენიტაივანის რესპუბლიკის პრეზიდენტი

მსოფლიოში 14 ქვეყანას ჰყავს ქალი პრეზიდენტიდაიბადა  1956 წლის 31 აგვისტოს. ტაივანის ისტორიაში  პირველი ქალი-პრეზიდენტია.

მან ორჯერ მიიღო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა – 2006 და 2016 წლებში, თუმცა გამარჯვების მოპოვება მხოლოდ 2016 წელს შეძლო.

 

კერსტი კალიულაიდიესტონეთის მე-5 პრეზიდენტი

მსოფლიოში 14 ქვეყანას ჰყავს ქალი პრეზიდენტიდაიბადა 1969 წლის 30 ოქტომბერს ტარტუში.

იგი ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალი-პრეზიდენტია, ამ თანამდებობაზე აირჩიეს 2016 წლის 10 ოქტომბერს.

bu.com.ge