მსუქნებისთვის წონაში დაკლება ადვილია

მსუქნებისთვის წონაში დაკლება ადვილიათუ ერთხელ მაინც გქონიათ სიმსუქნესთან დაკავშირებული პრობლემა, დაგვეთანხმებით, რომ ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლა მარტივი არაა.
გაითვალისწინეთ, რომ რაც უფრო მსუქანი ბრძანდებით, გაცილებით მარტივია წონაში დაიკლოთ. როცა საქმე ენერგიის წვას ეხება, ორგანიზმი მექანიზმივით მუშაობს.
ეს იმას ნიშნავს, რომ რაც მეტია ცხიმი მეტად მარტივია მისი მოშორება. ხოლო თუ ცხიმი მცირე დოზით გაწუხებთ, ორგანიზმს უწევს მეტად ეფექტურად იმუშაოს იმისთვის, რომ ენერგია შეინარჩუნოს.
სწორედ ამიტომ, დიეტისა და ვარჯიშის ერთნაირი რეჟიმის შემთხვევაშიც კი, მსუქანი ადამიანი გაცილებით მეტ კილოგრამს დაემშვიდობება, ხოლო შედარებით გამხდარი მხოლოდ რამდენიმე კილოს უნდა დასჯერდეს.
გახსოვდეთ, რომ თუ წონა დიდია, შესაბამისად, მაღალია სითხის დონეც. ამასთან, ცხიმის დაწვის პროცესზე დიდ გავლენას ახდენს მეტაბოლიზმი. მეტაბოლური პროცესის გასააქტიურებლად ორგანიზმი ბევრს მუშაობს.
მეტაბოლური სინდრომი არის ორგანიზმში აღმოცენებულ იმ ცვლილებათა ერთობლიობა, რომელიც ნივთიერებათა ცვლის ღრმა დარღვევებს იწვევს. მეტაბოლური სინდრომის ყველაზე მნიშვნელოვანი სიმპტომია ცენტრალური სიმსუქნე ანუ აბდომინალური სიმსუქნე, მუცლის არეში ცხიმის დიდი რაოდენობა.
ამ ტიპის ჭარბ წონას ვაშლის ფორმისას უწოდებენ და ზოგჯერ მამაკაცური ტიპის სიმსუქნით მოიხსენიებენ. მეტაბოლური სინდრომი მსოფლიოს მოსახლეობის მეოთხედს აქვს. მეტაბოლიზმის გაუმჯობესების საუკეთესო გზა ვარჯიშია.
ქირურგია.გე