ნავალნის კვერცხები დაუშინეს

ნავალნის კვერცხები დაუშინესუფაში რუსეთის დემოკრატიული ოპოზიციის ლიდერი ნავალნი ჩავიდა.
სადგურზე მას დაქირავებული ხულიგნების ჯგუფი დახვდა 15-20 კაცის ოდენობით.
როგორც კი ნავალნი მატარებლიდან ჩამოვიდა, მათ დაიწყეს სკანდირება: „სირცხვილი ამერიკის აგენტს!“ „ნავალნი სამშობლოს მოღალატეა!“ და ა.შ.
ამის შემდეგ ოპოზიციონერს კვერცხები დაუშინეს.
_ მომხდარმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პუტინს ჩემი ეშინია. რაკი ხულიგნების დასაქირავებლად ფული დახარჯეს, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემი მოქმედება სწორია, _ თქვა ნავალნიმ.
რუსული დემოკრატიული ოპოზიციის ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ პუტინის რეჟიმთან ბრძოლას კიდევ უფრო მეტი აქტიურობით განაგრძობს.
_ მე არ გავჩერდები! _ ამბობს ნავალნი.