ნიკოლოზ რაჭველს რუსუდან კერვალიშვილის ნაცვლად სურს ციხეში ჩაჯდომა

ნიკოლოზ რაჭველს რუსუდან კერვალიშვილის ნაცვლად სურს ციხეში ჩაჯდომა_ არ ვიცი, რა დავწერო, რა ვთქვა… ძალიან მტკივა გული, ძალიან განვიცდი… ძალიან მიყვარს ჩემი რუსუდან, _ წერს ნიკოლოზ რაჭველი და რუსუდან კერვალიშვილის დაკავებას შემდეგი პოსტით ეხმაურება.

_ ნუთუ არ შეიძლებოდა სხვაგვარად?
ნუთუ ეს არის გამოსავალი?
ნუთუ ამით რაიმე გვარდება?

ღმერთო გააძლიერე ჩემი რუსო და სიკეთით დაუბრუნე ყოველი სიკეთე, მის მიერ გაღებული და მომავალშიც შეაძლებინე სიკეთის კეთება, მხოლოდ ამით ეშველებათ იმ ადამიანებს, ვინც დაზარალდნენ…

იმდენად ვიცი მისი გული და სული, რომ ერთი წამითაც არ დავფიქრდებოდი ისე შევენაცვლებოდი იქ, სადაც დღეიდან უნდა იყოს, რომ შეიძლებოდეს“…

თბილისის საქალაქო სასამართლომ მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „ცენტრ პოინტის“ ერთ-ერთ საქმეზე განაჩენის გამოტანის შედეგად მაია რჩეულიშვილს და, რუსუდან კერვალიშვილი, სასამართლო დარბაზში დააკავეს.