პატრიარქმა, სასულიერო პირებმა და მრევლმა სვეტიცხოვლის ეზოში ისტორიული ფოტო გადაიღეს

პატრიარქმა, სასულიერო პირებმა და მრევლმა სვეტიცხოვლის ეზოში ისტორიული ფოტო გადაიღესსვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის ეზოში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სასულიერო პირებთან და მრევლთან ერთად ისტორიული ფოტო გადაიღო.
პატრიარქთან ერთად ისტორიული ფოტო 30-მდე მღვდელმთავარმა გადაიღო.
წირვის დასრულების შემდეგ, ტაძარში შეკრებილებს პატრიარქის ლოცვა-კურთხევა გააცნეს, რომ უწმინდესს სურდა, დღევანდელ დღეს სასულიერო პირებთან და მრევლთან ერთად სვეტიცხოვლის ეზოში ფოტო გადაეღოთ, როგორც ეს მოხდა 1917 წელს, ავტოკეფალიის აღდგენის დღეს.

მაშინდელმა სასულიერო პირებმა ამ დღესთან დაკავშირებით ისტორიული, სამახსოვრო ფოტო გადაიღეს. პატრიარქის სურვილით, 100 წლის შემდეგ ისტორიული ფოტო გადაიღეს.