როგორ გავირუჯოთ უსაფრთხოდ?

როგორ გავირუჯოთ უსაფრთხოდ?მზის გულზე დიდხანს ნებივრობა ჯანმრთელობისთვის სახიფათოა.
თუმცა რეკომენდირებული დროით მზის სხივები სასარგებლოა, რადგან D ვიტამინს, რომელსაც მზის სხივების ვიტამინსაც კი უწოდებენ ძალიან მნიშვნელოვანია ძვლისა და კბილების ჯანმრთელობისთვის. ის იცავს და აუმჯობესებს იმუნურ სისტემას. D ვიტამინის წყალობით, ორგანიზმი კალციუმს მოიხმარს.
მეცნიერები ყველას და პირველ რიგში ოფისში დასაქმებულებს ურჩევენ, რომ თუნდაც ლანჩის დროს 10 წუთით გავიდნენ სუფთა ჰაერზე და მზის სხივებით დატკბნენ. ასევე ამ ვიტამინით მდიდარია თევზი, კვერცხი, წითელი ხორცი.
D ვიტამინის ნაკლებობას ახასიათებს შემდეგი სიმპტომები: კუნთების სისუსტე, ძვლის ტკივილი, ნაწლავის პრობლემა, დაღლილობა.
ესპანელი მეცნიერები აცხადებენ, რომ ივლისში, ადამიანმა ქალაქში მზის გულზე 29 წუთზე მეტი არ უნდა გაატაროს. მაშინ, როცა იანვარში 150 წუთია საჭირო იმისთვის, რომ ორგანიზმმა საკმარისი დოზით აითვისოს D ვიტამინი.
_ როცა გამოსხივებაზე ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ სხეულის მდგომარეობა, ფორმა და ტანსაცმელი. ამასთან, სხეულის ყველა არე ამ ვიტამინს ერთნაირი შედეგით ვერ ითვისებს, – განაცხადა ვალენსიის უნივერსიტეტის მეცნიერმა, მარია სერანომ.
გაითვალისწინეთ, რომ გაზაფხულსა და ზაფხულში კანი D ვიტამინს მზისგან ითვისებს, ხოლო შემოდგომასა და ზამთარში კვების რაციონის წყალობით.
ქირურგია.გე