რუსეთის მოქალაქე ეგვიპტის აეროპორტში ასაფეთქებელი მოწყობილობით დააკავეს

რუსეთის მოქალაქე ეგვიპტის აეროპორტში ასაფეთქებელი მოწყობილობით დააკავესეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიის ბორგ ელ-არაბის აეროპორტში, რუსეთის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც ბარგში ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოუჩინეს.

გავრცელებული ცნობით, ბარგის შემოწმებისას რენტგენზე საეჭვო ნივთიერება დაფიქსირდა, რის შემდეგაც გამნაღმველთა ჯგუფი გამოიძახეს.

როგორც “გაზეტა. რუ” იტყობინება, რუსეთის მოქალქე მოწყობილობის ატანას ავიაკომპანია თურქიშ ეირლაინზის თვითმფრინავის ბორტზე აპირებდა, რომელიც სტამბოლის მიმართულებით მიემგზავრებოდა.