“ქაოსი ივანიშვილის ბრალია” _ უსუფაშვილი პარტიას ქმნის, ოღონდ თინა ხიდაშელის გარეშე

"ქაოსი ივანიშვილის ბრალია" _ უსუფაშვილი პარტიას ქმნის, ოღონდ თინა ხიდაშელის გარეშესაქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი რუსთავო 2-თან საუბრისას აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის არაფორმალურ მმართველობაში ყოველთვის მონაწილეობდა.

_ თქვენ მე მეკითხებით, ივანიშვილი არაფორმალურ მმართველობაში მონაწილეობდა? კი! შეცდომებს უშვებდა? კი! 2016 წლის მდგომარეობით მან განაპირობა ქვეყნის არასწორ გზაზე დადგომა თავისი ხედვებით? მე გეუბნებით, კი! ქაოსი შექმნა ივანიშვილმა და მისმა შექმნილმა სისტემამ. მეკითხებით, ვინ არის პასუხისმგებელი ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე? გეუბნებით, ივანიშვილი, _ განაცხადა უსუფაშვილმა.

ის პოლიტიკაში დაბრუნებას გეგმავს.  უსუფაშვილის გვერდით საკმაოდ ბევრი ადამიანის დაუყენებას აპირებს. მისი მეუღლე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი რაღაც პერიოდის განმავლობაში პოლიტიკურ საქმიანობას არ შეეხება.

უსუფაშვილის თქმით მისი პარტია ივანიშვილის პრინციპულ ოპოზიციაში იქნება.