ქიბარ ხალვაში: ”რუსთავი 2-ში ხვალვე მივალ”

ქიბარ ხალვაში: ”რუსთავი 2-ში ხვალვე მივალ”რუსთავი 2-ის 60%-ანი წილის მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა, რომ რუსთავი 2 ორი იქნება ხალხის სამსახურში და არ იქნება მიკერძოებული
_ თუ თანახმაა ტელეკომპანიის კოლექტივი, ხვალვე მივალ და დაველაპარაკები, ეს ყველაფერი კანონის ფარგლებში მოხდება. რუსთავი 2 იქნება ხალხის სამსახურში და არ იქნება მიკერძოებული, _ აღნიშნა ხალვაშმა.

რამდენიმე წუთის წინ მან ფეისბუქზე ასეთი პოსტი გამოაქვეყნა:

_ დიდი მადლობა ყველას მოლოცვისათვის, ვისაც გაუხარდა სასამართლოს გადაწყვეტილება.
შევეცდები სხვებიც გავახარო ვისაც ეჭვი აქვს, რომ რამეს ცუდად გავაკეთებთ.
მშვიდობას და ბედნიერებას გისურვებთ!