ჰოლანდია თურქეთს ბოდიშს არ მოუხდის

ჰოლანდია თურქეთს ბოდიშს არ მოუხდისჰოლანდიის პრემიერ მინისტრმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ ჰოლანდია თურქეთს ბოდიშს არ მოუხდის, რადგან ამის საჭიროება არ არსებობს. უფრო მეტიც რუტეს თქმით თურქეთი ვალდებულია, რომ თავისი სიტყვებისთვის ბოდიში მოიხადოს. მიუხედავად უკანასკნელი მოვლენებისა, ჰოლანდიის პრემიერ მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ თურქეთთან დიპლომატიური დაძაბულობა უახლოეს მომავალში აღარ იარსებებს.

11 მარტს ჰოლანდიის ხელისუფლებამ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს როტერდამში შესვლის უფლება გაუუქმა, რასაც თურქეთის მხრიდან დიდი უკმაყოფილება მოჰყვა. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ერდოღანმა ჰოლანდია ნაცისტებს შეადარა, რამაც ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა უკიდურესად დაძაბა.

აღსანიშნავია, რომ თურქეთს ბოლო პერიოდში გერმანიასთანაც გაუფუჭდა ურთიერთობა, ერდოღანმა კი მთლიანად ევროპაც გააკრიტიკა და თქვა, რომ მან ნიღაბი ჩამოიხსნეს და ყველას თავისი ნამდვილი სახე ანახა.