72 წლის ინდოელი დედა გახდა

ინდოეთის ქალაქ ამრიტსარის მცხოვრებმა ქალმა, რომელიც პირველად დედა 72 წლის ასაკში გახდა, ჯანმრთელობის იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომლებიც მას მშობიარობის შემდგომ დაეწყო.
დალჯინდერ კაურმა ბავშვი 2016 წლის აპრილში გააჩინა. მას შემდეგ ის მაღალი წნევით იტანჯება, ასევე სახსრების სისუსტით და მალე იღლება. ექიმებმა მას წამლები გამოუწერეს და დიეტის დაცვა ურჩიეს.
ინდოელმა ბავშვის ძუძუთი კვება მშობიარობიდან სამ თვეში შეწყვიტა, ვინაიდან რძე გაუშრა. მიუხედავად ბავშვის მცირე წონისა, ექიმებს მიაჩნიათ, რომ დროთა განმავლობაში ის წონაში საკმარისად მოიმატებს. აღსანიშნავია, რომ ჩვილმა უკვე დაიწყო ხოხვა.
ხანდაზმულმა ქალმა დაფეხმძიმება მას შემდეგ შეძლო, როდესაც ის ორი წლის მანძილზე ექსტრაკორპორალური განაყოფიერების კურსს გადიოდა. მისი შვილის ბიოლოგიური მამა, მისი 80 წლის მეუღლე სინგჰ გილი გახდა.
აღსანიშნავია, რომ კაურიმ რაჯო დევი ლოჰანის მიღწევა გაიმეორა, რომელიც 2008 წელს მსოფლიოში პირველი ხანდაზმული ქალი გახდა, რომელიც ხელოვნური განაყოფიერებით დაფეხმძიმდა. ლოჰანი, რომელიც იმ მომენტისთვის 70 წლის იყო, მშობიარობის დროს წარმოქმნილი გართულებების გამო სიკვდილს გადაურჩა.

გააზიარე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018