ადელმა ოფიციალურად აღიარა გათხოვება

ადელმა ოფიციალურად აღიარა გათხოვებაბრიტანელმა მომღერალმა ადელმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ უკვე გათხოვილია. მისი რჩეული გახდა საიმონ კონეკი.
ადელისა და კონეკის დაქორწინების თაობაზე ხმები დიდი ხანია ვრცელდებოდა, მაგრამ მხოლოდ ახლახანს დაადასტურა ეს ყოველივე მომღერალმა. ეს ბრისბენში (ავსტრალია) გამართული კონცერტის დროს მოხდა, როდესაც მომღერალი საკუთარ სიმღერაზე საუბრობდა.
ადელის თქმით, ის ცდილობდა გაეხსენებინა ის, თუ რას გრძნობდა მათი ურთიერთობის დასაწყისში და რამაც ამ კომპოზიციის შექმნისკენ უბიძგა. როგორც მომღერალმა განმარტა, განშორება შეიძლება იყოს ცუდი და საშინელი, მაგრამ ადამიანის მიმართ პირველი გრძნობა არის საუკეთესო გრძნობა მთელი დედამიწის ზურგზე.

და იქვე დაამატა, რომ ახლა ის უკვე გათხოვილია.